17 Apr
17Apr

ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ ჯერ კიდევ 561 მოხდა პირველი მინდობილობის გაფორმება. მინდობილობის/რწმუნებულების გაცემა უფლების დელეგირების საუკეთესო საშულებაა.

მინდობილობა/რწმუნებულება — ეს არის წერილობითი უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეცერთი პირი ვალდებულია მეორე პირის სახელითა და ხარჯით, იმოქმედოს მესამე პირთან ურთიერთობაში და შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ანრამდენიმე მოქმედება. მინდობილობის/ რწმუნებულების გაცემა ხდება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მინდობილობის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია მარწმუნებლის სურვილზე.

რწმუნებულება არის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც, როგორც წესიფორმდება ნოტარიული წესით. გარდა სანოტარო რწმუნებულებებისა არსებობსშიდაორგანიზაციული, მინდობილობები, რომელიც, როგორც წესი გაიცემა ორგანიზაციის თუ სხვაიურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ და შესაძლებელს ხდის განხორციელდეს არაერთიმოქმედება, როგორიცაა იურიდიული პირის სახელით სხვადასხვა მომსახურების ხელშეკრულებისდადება, იურიდიული პირის წარმოდგენა საგადასახადო და სხვა სახელმწიპო ორგანოებთან, მათშორის სასამართლო წარმომადგენლობაც კი. 

მინდობილობის გაცემა შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს მინდობილობის გაცემა საქართველოში შესაძლებელია ასევე ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით.

სანოტარო აქტის ონლაიში დამოწმებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედინებისმიერი ნოტარიუსი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით. ამგვარი მოქმედებისშესრულებისას სავალდებულოა რომ ესწრებოდეს 2 მოწმე, რომელიც უნდა იყოს:

სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირიან არაპირდაპირი სახით. 

მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით, მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული. 

მინდობილობის გაუქმება მარწმუნებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, სანოტარო ბიუროში მისვლით და თავისი სურვილის გამოხატვის შემდგომ.

Comments
* The email will not be published on the website.