25 Mar
25Mar

მოგეხენებებათ, Enterprise legal studio-ს გუნდი იკვლევს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს არა სამართლებრივ ასპექტში, არამედ პრაქტიკაში გავრცელებული შეცდომებზე დაყრდნობით.

კვლევებმა აჩვენა რომ საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასული ადამიანები ხშირად მეგობრების და ნათესავების მეშვეობით ახდენენ ქონების განკარგვას და ამას აკეთებენ ონლაინ გაფორმებული მინდობილობის მეშვეობით.

ნოტარიუსი ყოველთვის ზედმიწევნით უხსნის პიროვნებას მინდობილობით რა უფლებას აძლევს სხვა ადამიანს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ხშირ შემთხვევაში მინდობილობის გამცემი პირი ვერ აცნობიერებს რის უფლებას ანიჭებს მეგობარს. ამიტომ ვეჯახებით ისეთ სირთულეს, რომ უფლებების ფართო სპექტრის მინიჭება იწვევს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებას, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად.

მაგალითად, თუ მინდობილობით პიროვნებას ენიჭება ქონების განკარგვის უფლება, პიროვნება ყიდის მეგობრის სახლს და მიმნდობ პირს ეუბნება, რომ მხოლოდ იპოთეკით დატვირთა ქონება. ემიგრაციაში წასული ადამიანი, ყოველთვიურად იხდის საზღაურს და ჰგონია რომ იპოთეკის შედეგად დატვირთული ქონებისთვის ახორციელებს გადახდას, თუმცა შემდგომ იგებს, რომ ქონება მისი აღარ არის, გაფორმებული სხვა ადამიანზე და სამწუხაროდ გამოსყიდვის და დაბრუნების ვადებიც არ არის დაფიქსირებული.

ამიტომ, პირველი და უმთავრესი პირობა გარიგებების დაწყებისას, არის რომ კარგად გავიგოთ მინდობილობის შინაარსი და ჩავეკითხოთ, ამ მინდობილობის მეშვეობით რისი უფლება აქვს ჩვენ მეგობარს.დეტარული ინფორმაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.

Comments
* The email will not be published on the website.